
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ სტუდენტები ვგმობთ 7 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს!
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი თავისი არსით არის რუსული და ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ არჩევანს – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
შესაბამისად, ჩვენთვის, პროგრამის „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ სტუდენტებისთვის, მიუღებელია ყველა ის ნაბიჯი, რაც ხელს უშლის საქართველოს სვლას ერთადერთი სწორი მიმართულებით – ევროინტეგრაციის გზაზე!
#არარუსულკანონს
No to the Russian law
The students of the English-taught master’s program “Media Psychology and Communications” of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, condemn the draft law on “foreign spies” supported by the parliamentary majority on March 7th!
We believe that the said bill is Russian in its essence and undermines the choice announced by the Georgian constitution – integration into European and Euro-Atlantic structures.
Therefore, for us, the students of the “Media Psychology and Communications” program, all the steps that prevent Georgia from moving towards the only right direction – the path of European integration – are unacceptable!