პირველად საქართველოში ამოქმედდა სასერტიფიკატო კურსი “მედიაფსიქოლოგია 101”
- გაინტერესებთ რა არის მედიაფსიქოლოგია?
- გიფიქრიათ როგორ ზეგავლენას ახდენს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ქცევაზე?
- გსურს თავად დააკვირდეთ თუ როგორ იქმნება მედიის ზემოქმედების ალგორითმი?
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლიდან ამოქმედდა სასერტიფიკატო კურსი – მედიაფსიქოლოგია 101. ამ ინოვაციური კურსის მიზანია მედიაფსიქოლოგიის დარგში თქვენი აღჭურვა საბაზისო ცოდნით (101) და იმ პრაქტიკული უნარებით, რომლებსაც გამოიყენებთ მედიაში საქმიანობისთვისა და მედიასთან ურთიერთობის უკეთ დასაგეგმად.
“მედიაფსიქოლოგია – მომავლის პროფესიაა. იმისდა მიუხედავად, თუ რა გეგმები გაქვთ ახლა და მომავალში, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ ასაკში, კვლავაც დაუბრუნდეთ სწავლის პროცესს და კომფორტულ გარემოში, 12 შეხვედრაში აითვისოთ ინოვაციური სფეროს – მედიაფსიქოლოგიის საფუძვლები” – ტრენერი, პროფ. მარიამ გერსამია
ამ კურსზე სწავლა ძალიან საინტერესოა:
- იმიტომ, რომ აქ შეისწავლით როგორ ზეგავლენას ახდენს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ქცევაზე;
- იმიტომ, რომ პროფესიონალ ლექტორების დახმარებით, შეძლებთ კრიტიკულად შეაფასოთ მედიაპროდუქტი, ამოიცნოთ და მართოთ მედიის ნეგატიური და პოზიტიური ეფექტები;
- იმიტომ, რომ შეძლებთ კრიზისულ სიტუაციებში მედიასთან ურთიერთობის დაგეგმვას და მედიის ფსიქოლოგიური ზეგავლენის განსაზღვრას;
- იმიტომ, რომ შეძლებთ მედიაში გამოვლენილი საბაზისო ემოცების იდენტიფიკაციას; ნეგატიურ და პოზიტიურ ფენომენზე მსჯელობას და დისკუსიაში მონაწილეობას;
- იმიტომ, რომ გაეცნობით რატომ გვიზიდავს თამაშები, სერიალები და მათი გმირები; როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიაპროდუქტის ზეგავლენა ბავშვებზე;
- იმიტომ, რომ გაეცნობით როგორ გააშუქოთ ნეგატიური (კრიმინალის, ძალადობის შემცველი, ბუნებრივი კატაკლიზმების და სხვ.) ემოციის შემცველი ახალი ამბები და დამატებით რა შესთავაზოთ მაყურებელს, რომ დავიცვათ ისინი შესაძლო ფსიქოლოგიური ზიანისგან;
- იმიტომ, რომ გაიაზრებთ ეთიკური მედიის როლს საზოგადოების ტრანსფორმაციის საქმეში;
“თუ გსურთ გაიგოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის ქცევაზე, გაიგოთ მეტი მედიაფსიქოლოგიის შესახებ, მიიღეთ ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ დაცულები მედიატექნოლოგიის სამყაროში და სწორად გამოიყენოთ მედიის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში” – ტრენერი, ასოც. პროფ. მაია ტორაძე
რაც მთავარია, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს, გაიცნობთ მომავალ კოლეგებს, მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას და ინოცავიურ ცონდას.
დაგვიკავშრდით: mediapsychologyonline@gmail.com